Monday, December 16, 2019


           სოციალური პროექტი „სისუფთავე ჩვენს გარშემო „
სახელი, გვარი
ეთერი  მაისურაძე
რაიონი/ სოფელი
ასპინძის რაიონი, სოფელი ოთა.
სკოლა:
საგანი, კლასი
სოფ. ოთის საჯარო სკოლა
მათემატიკა. V კლასი.
პროექტის დასახელება:
,,სისუფთავე ჩვენს გარშემო’’
პროექტის განხორციელების ვადები:

30.09.2019წ-----11.10.2019წ
პროექტის აქტუალობა:
გარემოს დაცვა  ყველა ადამიანის მოვალეობაა, ეს უდაოა, მაგრამ ყველა მათგანის მოქალაქეობრივი შეგნება არ დგას ისეთ დონეზე ,რომ ეს კარგად გაიაზროს . მათმა დაუდევარმა ქმედებამ, დაყარონ ნაგავი სადაც მოესურვებათ , შეიძლება  გაუთვალისწინებელი შედეგებიც კი გამოიწვიოს. მოკლედ,  ჩვენს სოფელში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მდინარეზე წყლის დასალევად მისულმა საქონელმა  უკონტროლოდ გადაყრილი პოლიეთილენის პარკები შეჭამა, რამაც სავალალო შედეგები გამოიწვია, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვესუფთავებინა მდინარის დაბინძურებული ნაპირებიდა მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისაგან.
პროექტის მიზნები.
 მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები. მათ მაგალითს მიბაძონ სხვა მოსწავლეებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და მათ ირგვლივ მყოფმა საზოგადოებამ.
 ყველამ გააცნობიეროს, თუ რა ზიანი მოაქვს პირადად მათთვის და ბუნებისთვის ნაგვის უკონტროლო გადაყრას. გაიზარდოს მოსწავლის როლი ბუნებასთან ურთიერთობაში.
მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ 21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევები:
·         საღი მსჯელობა;
·         თანამშრომლობა;
·         პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში;
·         ინფორმაციის კლასიფიკაცია;
·         ანალიზი, სინთეზირება.
მოსალოდნელი შედეგები:
·         ამ პროექტით ამაღლდება მოსწავლეთა ცნობიერება
  ბუნების შესახებ.
·         შეიყვარებენ ბუნებას და უფრო მეტად მოუვლიან  და იზრუნებენ მასზე.
·         მიიღებენ და გაიაზრებენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს პირადად  მათ და ბუნებას ნარჩენების უკონტროლოდ გადაყრამ.
·         მოსწავლეები დაასუფთავებენ მდინარის ნაპირებს ნარჩენებისაგან, ჩამოუყალიბდებათ  ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევები. 
სტანდარტი:
მათ.V.4. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის  ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
·         ერთმანეთთან აკავშირებს სიგრძისა და ფართობის ერთეულებს.
პროექტის მნიშვნელობა:
ბუნებაზე ზრუნვით და მასთან ურთიერთქმედებით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ, აუმაღლდებათ თვითშეგნება  და ჩვევაში ჩამოუყალიბდებათ იზრუნონ ეკოლოგიაზე და  გაუფრთხილდნენ ბუნებას.
პროექტის აღწერა  და განხორციელება.
აქტივობები: 30.09.2019წ.





1.10.2019წ.
2.10.2019წ



4.10. 2019წ



7.10.2019წ




8.10.-11.10.2019წ
·         მინი ლექცია-ვესაუბრე ბავშვებს ეკოლოგიის მნიშვნელობაზე, კერძოდ დაუდევრად დაყრილი პოლიეთილენის  ნარჩენების უარყოფით მხარეებზე, რომ პოლიეთილენი ძნელად იხრწნება და მის გახრწნას საუკუნეები ჭირდება, ამიტომ ყველას ვალია ვიზრუნოთ ბუნების მოვლაზე.

·         დავავალე მოსწავლეებს მოიძიონ უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენის  ნარჩენების დაუდევრად გადაყრას.

·         გადაუღონ მდინარის ნაპირებს სურათები დასუფთავებამდე და დასუფთავების შემდეგ. მოაწყონ გამოფენა;


·         ბავშვებმა გაზომონ დასასუფთავებელი ნაპირების სიგრძე და ფართობი, დაინაწილონ დასასუფთავებელი ტერიტორია და შეუდგნენ დასუფთავებას.

·         დაამზადონ ბუკლეტები და დაურიგონ მოსახლეობას.




პროექტის ბენეფიციარები:
Vკლსის მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები და სოფლის რწმუნებული.

პროექტის რისკები.
·         შესაძლებელი იყო რომელიმე მშობელს უარი ეთქვა პროექტში მოსწავლის მონაწილეობის მიღებაზე იმის გამო, რომ მოსწავლე შემთხვევით არ ჩავარდნილიყო მდინარეში ან ხელი არ გაეჭრა შუშის ნატეხზე, რომლებიც მრავლად ყრია მდინარის ნაპირზე.
·         ასევე შესაძლებელია პროექტი ჩაშლილიყო უამინდობის გამო.
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის არწერა:
. მონიტორინგი და მოსწავლეთა შეფასება მოხდა შესაბამისი რუბრიკების საშუალებით, სადაც ყურადღება გამახვილებულია პროექტის მიმდინარეობასა და მოსწავლეთა ჩართულობაზე.

   პროექტის განხორციელების პროცესში
               მონიტორინგის ცხრილი

დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში.
მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობდნენ.
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულები და რამ განაპირობა მათი მოტივაციაა.
მოსწავლეები განსაკუთრებით მოტივირებულები იყვნენ ფოტოების გასაღებისა და გამოფენის დროს.
მოსწავლეები მუშაობდნენ თუ არა გაკვეთილების შემდეგ.
გაკვეთილების შემდეგ ყველა მოსწავლე აქტიურად მუშაობდა პროექტზე.
ჰქონდათ თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი.
მოსწავლეები პროექტზე მუშაობდნენ სისტემატიურად და მონდომებით.
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი.
პასიურობა არც ერთი მოსწავლისათვის არ  შემინიშნავს.
სწორად ჰქონდათ თუ არა არჩეული გეზი და იყვნენ თუ არა შემოქმედებითად ჩართულები მუშაობის პროცესში.
გეზი სწორად ჰქონდათ არჩეული რაშიც ჩემი მითითებებიც ეხმარებოდა მოსწავლეებს, აგრეთვე აქტიურად იყვნენ ჩართული მუშაობის პროცესში.



                           სოციალური პროექტი-,,დავასუფთავოთ გარემო’’
                                                              რეფლექსია
       30.09.2019წ-11.10.2019წ-ამ პერიოდში ჩავატარე სოციალური პროექტი ,,დავასუფთავოთ გარემო’’, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ გარემოზე მუდმივად ზრუნვის უნარ-ჩვევები, არამარტო სამიზნე ჯგუფს, არამედ მათ გარშემო მყოფ მოსწავლეებს, მათი ოჯახის წევრებს და მათ ირგვლივ მყოფ საზოგადოებას.  განხორციელებული აქტივობების შედეგად მიზანს მივაღწიე.
       გეგმის შესაბამისად განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
·         ჩავატარე მინი ლექცია, სადაც ბავშვებს ვესაუბრე  ეკოლოგიურ პრობლემებზე, გარემოს სისუფთავის დაცვის აუცილებლობაზე, რომ ბუნების დაცვა ყველა ადამიანის ვალია, უნდა უყვარდეთ მწვანე გარემო და უფრთხილდებოდნენ მის ფლორასა და ფაუნას.
თემის გაცნობის შემდეგ გაუჩნდათ კითხვა
1.      თუ სად მიდის ეს ნარჩენები დასუფთავების შემდეგ?
2.      არსებობს თუ არა საქართველოში ნაგვი გადამამუშავებელი ქარხანა?
3.      რა პროდუქტი შეიძლება მივიღოთ ნაგვის გადამუშავების შედეგად?
4.      როგორ აარის მოწყობილი საქმე ამ კუთხით სხვა ქვეყნებში?....
    შევეცადე ბოლომდე დამეკმაყოფილებინა მათი ცნობისმოყვარეობა და ამომწურავი პასუხები გავეცი.
·         ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტით, თუ რა სავალალო შედეგები მოაქვს პოლიეთილენის ნარჩენებს. წარადდგინეს კლასში და სხვებსაც გააცნეს;
·         მოსწავლეებმა სურათები გადაუღეს მდინარის ნაპირებს დასუფთავებამდე და დასუფთავების შემდეგ.
გააკეთეს ფოტო-გამოფენა სკოლაში, რათა სხვა მოსწავლეებსაც დაენახათ პრობლემა, გაეკეთებინათ შედარება და ანალიზი სისუფთავის აუცილებლობაზე.
·         ბავშვებმა დაამზადეს ბუკლეტები და დაურიგეს სოფლის მოსახლეობას, რათა აემაღლებინათ მათი ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენის ნარჩენების უკონტროლო დაყრას ბუნებისთვის და რა სავალალო შედეგები მოაქვს მას ცხოვრებისთვის.
ბავშვებმა ხალისითა და წარმატებით გაართვეს თავი ყველა აქტივობას. ყველაზე  მაღალი ჩართულობა და  მოტივაციის ამაღლება გამოიწვია, მე-4 აქტივობამ, სადაც მოსწავლეები ხალისით  აკრავდნენ სკოლის კედელზე სურათებს გამოფენის გასამართად. როგორც დიუ გვასწავლის ,,სწავლა-კეთებით’’.-რასაც შენი ხელით 




                          სოციალური პროექტი–,,ნუ იქნები ბულერი
სახელი,გვარი.
რაიონი/სოფელი
სკოლა:
საგანი,კლასი
პროექტის დასახელება:
ეთერი მაისურაძე
ასპინძის რაიონი,სოფ.ოთა
ოთის საჯარო სკოლა
მათემატიკა.VI-კლასი
„ნუ იქნები ბულერი“
პროექტის განხორციელების ვადები:
6.05.2019 წ.–31.05.2019 წ.
პროექტის აქტუალობა
    ჩვენს ცხოვრებაში ოჯახებში,სკოლებში,ქუჩებში არც თუ იშვიათად ვხვდებით ძალადობის შემთხვევებს.ასეთი ინციდენტები კი უარყოფით გავლენას ახდენს,როგორც დაჩაგრულზე ასე მჩაგვრელზე და მათ გარშემო მყოფ ბავშვებზეც. ასეთი მოვლენები კი საბოლოო ჯამში ხელს უშლის, აფერხებს მაღალი თვითშეფასების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
   დაბულინგებული ბავშვები ხშირად თვითონ ხდებიან, თვითკომპენსაციის მიზნით, ბულერები,როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ,თვითონ იწყებენ დაჩაგვრას.
      ამიტომ დაგავწყვიტე ამ თემაზე გამეკეთებინა პროქტი, რათა ბავშვებს გაეაზრებინათ ბულინგის მნიშვნელობა და გამოეტანათ სწორი დასკვნები..
პროექტის სასწავლო მიზნები და შედეგები
      პროექტის აქტუალობა სწორედ ამაში მდგომარეობს,რომ
·         მოსწავლეებს დავანახოთ და გავააზრებინოთ ბულინგის უარყოფითი შედეგები;
·         აღარ მოხდეს ადამიანის მიერ ჩაგვრა
·         ისინი მიხვდნენ, რომ ძალადობა არ არის გამოსავალი.
·         მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ემპათიის
             განცდის უნარი.
·         ისწავლონ დაჩაგრულის დახმარება და
            ერთმანეთის პატივისცემა.
   . ამ პროექტით აუმაღლდათ მოსწავლეებს ცნობიერება ბულინგთან დაკავშირებით და თვითონაც დაიწყებენ მის წინააღმდეგ
 ბრძოლას.
  .  ისწავლეს ერთმანეთის დახმარება
  .   მორალური  განვითარების  უფრო მაღალ  საფეხურზე  ავიდნენ .
 . გაუღვივდათ   ემპათიის განცდა  .
სტანდარტი
მათ.VI.12. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის  ამოსახსნელად  ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენს.
·         აგებს წრიულ სვეტოვან დიაგრამებს
                     (როდესაც მონაცემები იძლევა სკალის ადვილად შერჩევის საშუალებას)
პროექტის მნიშვნელობა
    მოსწავლეები უფრო მეტს გაიგებენ ბულინგის შესახებ,აუმაღლდებათ თვითშეგნება და ჩვევაში გადაუვათ ჩაგრულის დახმარება.
პროექტის აღწერა და განხორციელება, აქტივობები:
·         მინი-ლექცია-ვესაუბრები ბავშვებს ბულინგის შესახებ;
·         ფილმის ჩვენება ბულინგის შესახებ:
    ფილმის ლინკი–https://www.ytube.com/watch?v=jo-goh3GizM8zt=66s
ამ ფილმის ნახვის შემდეგ, მოსწავლეებს დავუტოვე საფიქრალი. შეერჩიათ თემები, რომელსაც შემდეგ შეხვედრაზე გქნიხილავენ.
·         დისკუსია (ფილმიდან გამომდინარე); თემების განხილვა.
·         რას გრძნობს მჩაგვრელი/ჩაგრული;
როლური თამაში(სიმულაცია);
·         ნახატების შექმნა და გამოფენა;
·         ბუკლეტების შექმნა და რეალიზებას.
პროექტის ბენეფიციალები
VI კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები,მასწავლებლები და სოფლის მოსახლეობა.

პროექტის რისკები
    ფილმის ჩვენების შემდეგ შესაძლოა, რომელიმე ბავშვმა უარი განაცხადოს მონაწილეობის მიღებაზე,შეიცნოს თავისი თავი მჩაგვრელის როლში და უარი თქვას თანამშრომლობაზე.ამ რისკების თავიდან ასაცილებლად მშობლებთან ერთად დავგეგმე პროექტი.
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის აღწერა
მონიტორინგი და შეფასება მოხდება შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით,ყურადღება მიექცევა პროექტის მიმდინარეობას და მოსწავლეთა ჩართულობას.



                                              მონიტორინგის ცხრილი
თანამშრომლობდნენ თუ არა მოსწავლეები ჯგუფში.

მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მუშაობდნენ პროექტზე.

მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მუშაობდნენ პროექტზე.

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულები და რომელმა აქტივობამ გამოიწვია მათი მოტივაცია.

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო პასიურობის მიზეზი.

სწორი მიმართულებით მუშაობდნენ თუ არა პროექტზე და  დროულად იყვნენ თუ არა ჩართულები მუშაობის პროცესში.



                                                                  დისკუსია
კრიტერიუმები
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
1.მოსმენა
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს.
ხშირად ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს.
იშვიათად უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს.
2.საუბარი
მკაფიოდ მეტყველებს და უყ მსმენელებს.
ეფექტურად აღიქვას დაგამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები(თვალით,ჟესტებით,გამომეტყველებით,ხმით.)
მეტყველება არამკაფიოა,მსმენელებს უჭირთ გაგება.
3.არავერბალური კომუნიკაცია
ეფექტურად აღიქვას დაგამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები(თვალით,ჟესტებით,გამომეტყველებით,ხმით.)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი.
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს.
4.მონაწილეობა
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა დააზრების გამოთქმით.
ძირითადად გამოხატავს ინტერესს.კომენტარები და ასზრები ყოველთვის არაათემის შესაბამისი.
მცირე ინტერესი აქვს.არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
5.კოპერაცია
თანამშრომლ;ობს თანაკლასელებთან,აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს.
ძირითადად  თანამშრომლ;ობს თანაკლასელებთან,ზოგჯერ აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, იცავს დისკუსიის წესებს.
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს.
6.მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით,არის ლოგიკური კავშირი საკითხთან.
მოსაზრებების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები .
მოსაზრებების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები .



   პროექტი განთავსებულია ბლოგზე
                                                                              Eterimaisuradze5.blogspot.com



                               სოციალური პროექტი „ნუ იქნები ბულერი“
                                                                  რეფლექსია
ჩავატარე სოციალური პროექტი თემაზე „ნუ იქნები ბულერი“ 6.05.2019 წ.–31.05.2019 წ,რომლის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ემპათიის განცდის უნარი,ისწავლობ დაჩაგრულის დახმარება და ერთმანეთის პატივისცემა.
      თემა აქტუალური იყო,რადგანაც ჩვენს ცხოვრებაში ოჯახებში,სკოლებში,ქუჩებში არც თუ იშვიათად ვხვდებით ძალადობის შემთხვევებს.ამიტომ გადავწყვიტე ბავშვებს გავსაუბრებოდი ბულინგის თემაზე.პირველიშეხვედრა ეს იყო მინი-ლექცია.  
            შემდეგ შეხვედრაზე  კი ვაჩვენე ფილმი ამ საკითხთან დაკავშირებით– https://www.ytube.com/watch?v=jo-goh3GizM8zt=66s  ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს დავუტოვე საფიქრალი მომავალი შეხვედრისთვის ესაუბრათ ფილმში წამოჭრილ პრობლემაზე.
     შემდეგ შეხვედრაზე გავმართეთ დისკუსია,რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში,მათ გააცნობიერეს ბულინგის უარყოფითი შედეგები და დაგმეს მჩაგვრელი ბავშვის ზეწოლა ჩაგრულზე, ისაუბრეს ჩაგრული ბავშვის მდგომარეობაზე.
     ბავშვებმა გაიხსენეს თუ როდისმე თვითონ დაუჩაგრავთ ვინმე ან პირიქით,ან თუ შესწრებიან ბულინგის შემთხვევებს.რას გრძნობენ იმ მომენტში,დახმარებიან თუ არა სხვას.ბავშვებმა ისაუბრას გულახდილად.
     შემდეგ შეხვედრაზე მოსწავლეებმა  გააკეთეს ინსცენირება ბულინგის თემაზე.
    დახატეს ბულინგის თემაზე ნახატები და მოაწყვეს გამოფენა.
შექმნეს ბუკლეტები და დაურიგეს მოსახლეობას.
·         ყველა აქტივობა წარმატებით განხორციელდა;
·         ყველაზე დიდი დაინტერესება მოსწავლეებში გამოიწვია დისკუსიამ ფილმის გარშემო;
·         პროექტის მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა ბულინგის შესახებ;
·         ისწავლეს ერთმანეთის პატივისცემა;
·         აუმაღლდემპათიის განცდა მორალური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ
    შემდეგი სოციალური პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალიწინებ ბავშვების ასაკს და შესაძლებლობებს და მეტ აქტივობებს განვახორციელებ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.




Wednesday, November 19, 2014

მე-9 დღე

დავასრულეთ პორტფოლიო.დიდი მადლობა განათლების სამინისტროს და ჩვენ ტრენერს ბატონ სერმან მურჯიკნელს.

მე-8 დღე

გავეცანით საავტორო უფლებებს,საავტორო უფლებებთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია.ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე.

მე-7 დღე

ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე

Saturday, November 1, 2014

მე-6დღე

მოვამზადე მოსწავლის პრეზენტაცია.მოვამზადე თემის შესაბამისი საკვანძო კითხვები