სოციალირი პროექტი
„უსაფრთხო ყოფაცხოვრება“
სახელი, გვარი
|
ეთერი მაისურაძე
|
რაიონი/სოფელი
|
ასპინძის რაიონი სოფელი ოთა
|
სკოლა
საგანი, კლასი
|
სოფ. ოთის საჯარო სკოლა
მათემატიკა. v კლასი
|
პროექტის დასახელება
|
„უსაფრთხო ყოფაცხოვრება“
|
პროექტის განხორციელების ვადები
|
1.11-დან 15.11-მდე
|
პროექტის აქტუალობა
|
21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია ცხოვრება საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების
გარეშე. ბუნებაში გვხვდება მრავალი შხამიანი მცენარე, რომელთა არსწორმა გამოყენებამ
ან შეხებამ შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს, როგორებიცაა: დამწვრობა,
მოწამვლა, ტოქსიკოზი. სოფელი ოთა მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, მის ტყეებსა და
მინდვრებში უამრავი სახის მცენარეები ხარობს, ბევრ მათგანს კი საკვებადაც იყენებენ,
სოფლის მკვიდრნი. ბევრ მცენარეს მომწამლავი თვისებები გააჩნია, ზოგი კი სასარგებლოა
ადამიანის ჯამრთელობისათვის. იყო შემთხვევა , როცა ჩვენი სკოლის მასწავლებელი მოიწამლა
სოკოთი, მაგრამ საბედნიეროდ ექიმების დროული ჩარევით გადაარჩინეს. ამიტომ გადავწყვიტეთ
შეგვესწავლა შხამიანი მცენარეები, რომელთაც ტოკსიკური თვისებები გააჩნია.
|
პროექტის მიზნები
|
მოკლევადიანი
მიზნები:
1. მოსწავლეებმა
ამოიცნონ ის საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებები და ბუნებაში არსებული შხამიანი
მცენარეები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
2. ისწავლონ
ამ მომწამლავი ნივთიერებების და შხამიანი მცენარეების მიერ მოწამლულ ადამიანთა პირველადი
დახმარების გაწევა.
გრძელვადიანი
მიზანი:
განუვითარდეთ
კვლევა-ძიების, დაგროვილი ცოდნის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
1.პროექტზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეები შეიძენენ უფრო მეტ ცოდნას საყოფაცხოვრებო
ქიმიური ნივთიერებების თვისებების შესახებ თუ რა მავნე ზემოქმედების გამოწვევა შეუძლია
მათ.
2. შეძლებენ ბუნებაში ამოიცნონ სასარგებლო და შხამიანი მცენარეები, რომლებიც
ზიანს აყენებენ ადამიანის ჯანმრთელობას. დაზიანების შემთხვევაში შეძლებენ პირველადი
დახმარების გაწევას.
3. განივითარებენ კვლევა-ძიების, პრეზენტაციის გაკეთების უნარ-ჩვევებს.
4. დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად
მოქმედი მავნე ნივთიერებების და შხამიანი მცენარეების მავნებლობის შესახებ.
|
პროექტის აღწერა და განხორციელებული აქტივობები
|
·
მინი ლექცია საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებისა
და ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების შესახებ;
·
დავავალე მოსწავლეებს მოიძიონ უფრო მეტი ინფორმაცია
საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების შესახებ .
·
ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების თვისებების
შესწავლა.
·
მოწამვლის შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევა.
·
სააგიტაციო ბუკლეტების დამზადება და დემონსტრირება.
|
სოციალური პროექტის
რეფლექსია
პირველი შეხვედრა-ვისაუბრებ
თემაზე „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“
მოსწავლეებს გაუჩნდათ კითხვები, რომლებიც შეეხებოდა
საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებისა და ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების
შესახებ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია თუ რისთვის გამოიყენებოდა საყოფაცხოვრებო ქიმიური
ნივთიერებები, მაგრამ გაუჩნდათ კითხვები:
1.
რატომ ვიყენებთ ოჯახში საყოფაცხოვრებო ქიმიურ ნივთიერებებს
თუ ისინი ადამიანს ზიანს აყენებენ?
2.
როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი ისე, რომ ნაკლებად საზიანო
იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის?
3.
დაზიანების შემთხვევაში რა პირველადი დახმარება უნდა
გავუწიოთ დაზარალებულს?
ზოგიერთ მოსწავლეს
ჰქონდა შეხება შხამიან მცენარეებთან და უნახავთ კიდეც მოწამლული ადამიანები, მათ გაუჩნდათ
ლოგიკური კითხვები:
1.
როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან უსაფრთხო და შხამიანი
მსგავსი მცენარეები?
2.
როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც შხამიანი მცენარეებისაგან
სხეულის დაზიანება ან მოწამვლის ნიშნები აღენიშნება?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებთან ერთად
გადავწყვიტე დამეგეგმა და განმეხორციელებინა სასწავლო პროექტი.
აქტივობების დაგეგმის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა
წინარე ცოდნ და ინტერესები.
(ხატვა, ისტ-ის ფლობა და ა. შ.)
მეორე შეხვედრა-მოსწავლეებს
დავყოფ ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი იმუშავებს საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების, ხოლო
მეორე ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების შესასწავლად. მუშაობის დაწყების წინ
მოსწავლეებს გავაცნობ მავნე ნივთიერებებთან უსაფრთხოების დაცვის წესებს.
1.
საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების შესწავლა და მისი
უსაფრთხო გამოყენება.
აქტივობები
ა) მოსწავლეები ინდივიდუალურად არკვევენ
თუ რა სახის ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ მათი მშობლები სამზარეულოში, სააბაზანოში,
რომელ სარეცხ საშვალებებს იყენებენ ოჯახში.
ბ) სურათებს უღებენ სახლში არსებულ
ყველა სახის საყოფაცხოვრებო ქიმიურ ნივთიერებებს, მათზე არსებული ეტიკეტების საშვალებიოთ
სწავლობენ მოხმარების წესებს და დოზირებას.
გ) მოსწავლეები ერთმანეთთან შეხვედრის დროს აჯერებენ
მოპოვებულ მასალებს. ინტერნეტით იძიებენ უფრო მეტ ინფორმაციას საყოფაცხოვრებო ქიმიური
ნივთიერებების მიერ მიყენებული დაზიანების ფოტოებს.
მესამე
შეხვედრა-ბუნებაში
არსებული შხამიანი მცენარეების თვისებების შესწავლა და მათთან ურთიერთობა აქტივობები:
ა)მოსწავ;ლეები ინდივიდუალურად მოიპოვებენ
მასალებს წიგნებიდან, ინციკლოპედიებიდან, ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების თვისებების
შესახებ და მათ მიერ გამოწვეულ ზიანზე( შხამიანი სოკოები, ყვავილები)
ბ) ჯგუფებში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეები აჯერებენ
მოპოვებულ მასალებს. ინტერნეტში მოიპოვებენ მასალებს ბუნებაში არსებული შხამიანი სოკოებისა
და ყვავილების მიერ მიყენებული ზიანის შესახებ ფოტო მასალებს.
მეოთხე
შეხვედრა-დაზიანების
შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევა.
ჯგუფები მოპოვებულ მასალებს აცნობენ სოფლის ექიმს, ექიმი
ატარებს ლექციას საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების და ბუნებაში არსებული შხამიანი
მცენარეების შესახებ. აცნობს მათ მავნებლურ
თვისებებს და მისი მოხმარების წესებს. პრაქტიკულად აჩვენებს თუ როგორ შეიძლება
პირველადი დახმარების გაწევა, პასუხობს მოსწავლეების შეკითხვას.
მეხუთე
შეხვედრა-სააგიტაციო
ბუკლეტის დამზადება და დემონსტრირება
ჯგუფის მასალების შეგროვების და ექიმტან კონსულტაციის შემდეგ აწყობენ პრეზენტაციას.პრეზენტაციის
შემდეგ მოსწავლეები სკოლასი დაარიგებენ წინასწარ მომზადებულ ბუკლეტებს, ადამიანის ჯანმრთელობაზე
უარყოფითად მოქმედი საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების და შხამიანი მცენარეების
მავნებლობაზე და უსაფრთხოებაზე.
ვფიქრობ
, საინტერესო იყო ამ საკითხზე მუშაობა, რადგან მოსწავლეებმა უკვე ბევრი
რამ იციან საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების და
ბუნებაში არსებული
შხამიანი მცენარეების შესახებ. ეს კი ხელს შეუწყობს
მოწამვლის პრევენციას.
No comments:
Post a Comment