Monday, December 16, 2019


                          სოციალური პროექტი–,,ნუ იქნები ბულერი
სახელი,გვარი.
რაიონი/სოფელი
სკოლა:
საგანი,კლასი
პროექტის დასახელება:
ეთერი მაისურაძე
ასპინძის რაიონი,სოფ.ოთა
ოთის საჯარო სკოლა
მათემატიკა.VI-კლასი
„ნუ იქნები ბულერი“
პროექტის განხორციელების ვადები:
6.05.2019 წ.–31.05.2019 წ.
პროექტის აქტუალობა
    ჩვენს ცხოვრებაში ოჯახებში,სკოლებში,ქუჩებში არც თუ იშვიათად ვხვდებით ძალადობის შემთხვევებს.ასეთი ინციდენტები კი უარყოფით გავლენას ახდენს,როგორც დაჩაგრულზე ასე მჩაგვრელზე და მათ გარშემო მყოფ ბავშვებზეც. ასეთი მოვლენები კი საბოლოო ჯამში ხელს უშლის, აფერხებს მაღალი თვითშეფასების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
   დაბულინგებული ბავშვები ხშირად თვითონ ხდებიან, თვითკომპენსაციის მიზნით, ბულერები,როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ,თვითონ იწყებენ დაჩაგვრას.
      ამიტომ დაგავწყვიტე ამ თემაზე გამეკეთებინა პროქტი, რათა ბავშვებს გაეაზრებინათ ბულინგის მნიშვნელობა და გამოეტანათ სწორი დასკვნები..
პროექტის სასწავლო მიზნები და შედეგები
      პროექტის აქტუალობა სწორედ ამაში მდგომარეობს,რომ
·         მოსწავლეებს დავანახოთ და გავააზრებინოთ ბულინგის უარყოფითი შედეგები;
·         აღარ მოხდეს ადამიანის მიერ ჩაგვრა
·         ისინი მიხვდნენ, რომ ძალადობა არ არის გამოსავალი.
·         მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ემპათიის
             განცდის უნარი.
·         ისწავლონ დაჩაგრულის დახმარება და
            ერთმანეთის პატივისცემა.
   . ამ პროექტით აუმაღლდათ მოსწავლეებს ცნობიერება ბულინგთან დაკავშირებით და თვითონაც დაიწყებენ მის წინააღმდეგ
 ბრძოლას.
  .  ისწავლეს ერთმანეთის დახმარება
  .   მორალური  განვითარების  უფრო მაღალ  საფეხურზე  ავიდნენ .
 . გაუღვივდათ   ემპათიის განცდა  .
სტანდარტი
მათ.VI.12. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის  ამოსახსნელად  ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენს.
·         აგებს წრიულ სვეტოვან დიაგრამებს
                     (როდესაც მონაცემები იძლევა სკალის ადვილად შერჩევის საშუალებას)
პროექტის მნიშვნელობა
    მოსწავლეები უფრო მეტს გაიგებენ ბულინგის შესახებ,აუმაღლდებათ თვითშეგნება და ჩვევაში გადაუვათ ჩაგრულის დახმარება.
პროექტის აღწერა და განხორციელება, აქტივობები:
·         მინი-ლექცია-ვესაუბრები ბავშვებს ბულინგის შესახებ;
·         ფილმის ჩვენება ბულინგის შესახებ:
    ფილმის ლინკი–https://www.ytube.com/watch?v=jo-goh3GizM8zt=66s
ამ ფილმის ნახვის შემდეგ, მოსწავლეებს დავუტოვე საფიქრალი. შეერჩიათ თემები, რომელსაც შემდეგ შეხვედრაზე გქნიხილავენ.
·         დისკუსია (ფილმიდან გამომდინარე); თემების განხილვა.
·         რას გრძნობს მჩაგვრელი/ჩაგრული;
როლური თამაში(სიმულაცია);
·         ნახატების შექმნა და გამოფენა;
·         ბუკლეტების შექმნა და რეალიზებას.
პროექტის ბენეფიციალები
VI კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები,მასწავლებლები და სოფლის მოსახლეობა.

პროექტის რისკები
    ფილმის ჩვენების შემდეგ შესაძლოა, რომელიმე ბავშვმა უარი განაცხადოს მონაწილეობის მიღებაზე,შეიცნოს თავისი თავი მჩაგვრელის როლში და უარი თქვას თანამშრომლობაზე.ამ რისკების თავიდან ასაცილებლად მშობლებთან ერთად დავგეგმე პროექტი.
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის აღწერა
მონიტორინგი და შეფასება მოხდება შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით,ყურადღება მიექცევა პროექტის მიმდინარეობას და მოსწავლეთა ჩართულობას.



                                              მონიტორინგის ცხრილი
თანამშრომლობდნენ თუ არა მოსწავლეები ჯგუფში.

მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მუშაობდნენ პროექტზე.

მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მუშაობდნენ პროექტზე.

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულები და რომელმა აქტივობამ გამოიწვია მათი მოტივაცია.

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო პასიურობის მიზეზი.

სწორი მიმართულებით მუშაობდნენ თუ არა პროექტზე და  დროულად იყვნენ თუ არა ჩართულები მუშაობის პროცესში.



                                                                  დისკუსია
კრიტერიუმები
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
1.მოსმენა
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს.
ხშირად ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს.
იშვიათად უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს.
2.საუბარი
მკაფიოდ მეტყველებს და უყ მსმენელებს.
ეფექტურად აღიქვას დაგამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები(თვალით,ჟესტებით,გამომეტყველებით,ხმით.)
მეტყველება არამკაფიოა,მსმენელებს უჭირთ გაგება.
3.არავერბალური კომუნიკაცია
ეფექტურად აღიქვას დაგამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები(თვალით,ჟესტებით,გამომეტყველებით,ხმით.)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი.
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს.
4.მონაწილეობა
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა დააზრების გამოთქმით.
ძირითადად გამოხატავს ინტერესს.კომენტარები და ასზრები ყოველთვის არაათემის შესაბამისი.
მცირე ინტერესი აქვს.არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
5.კოპერაცია
თანამშრომლ;ობს თანაკლასელებთან,აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს.
ძირითადად  თანამშრომლ;ობს თანაკლასელებთან,ზოგჯერ აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, იცავს დისკუსიის წესებს.
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს.
6.მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით,არის ლოგიკური კავშირი საკითხთან.
მოსაზრებების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები .
მოსაზრებების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები .



   პროექტი განთავსებულია ბლოგზე
                                                                              Eterimaisuradze5.blogspot.com



                               სოციალური პროექტი „ნუ იქნები ბულერი“
                                                                  რეფლექსია
ჩავატარე სოციალური პროექტი თემაზე „ნუ იქნები ბულერი“ 6.05.2019 წ.–31.05.2019 წ,რომლის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ემპათიის განცდის უნარი,ისწავლობ დაჩაგრულის დახმარება და ერთმანეთის პატივისცემა.
      თემა აქტუალური იყო,რადგანაც ჩვენს ცხოვრებაში ოჯახებში,სკოლებში,ქუჩებში არც თუ იშვიათად ვხვდებით ძალადობის შემთხვევებს.ამიტომ გადავწყვიტე ბავშვებს გავსაუბრებოდი ბულინგის თემაზე.პირველიშეხვედრა ეს იყო მინი-ლექცია.  
            შემდეგ შეხვედრაზე  კი ვაჩვენე ფილმი ამ საკითხთან დაკავშირებით– https://www.ytube.com/watch?v=jo-goh3GizM8zt=66s  ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს დავუტოვე საფიქრალი მომავალი შეხვედრისთვის ესაუბრათ ფილმში წამოჭრილ პრობლემაზე.
     შემდეგ შეხვედრაზე გავმართეთ დისკუსია,რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში,მათ გააცნობიერეს ბულინგის უარყოფითი შედეგები და დაგმეს მჩაგვრელი ბავშვის ზეწოლა ჩაგრულზე, ისაუბრეს ჩაგრული ბავშვის მდგომარეობაზე.
     ბავშვებმა გაიხსენეს თუ როდისმე თვითონ დაუჩაგრავთ ვინმე ან პირიქით,ან თუ შესწრებიან ბულინგის შემთხვევებს.რას გრძნობენ იმ მომენტში,დახმარებიან თუ არა სხვას.ბავშვებმა ისაუბრას გულახდილად.
     შემდეგ შეხვედრაზე მოსწავლეებმა  გააკეთეს ინსცენირება ბულინგის თემაზე.
    დახატეს ბულინგის თემაზე ნახატები და მოაწყვეს გამოფენა.
შექმნეს ბუკლეტები და დაურიგეს მოსახლეობას.
·         ყველა აქტივობა წარმატებით განხორციელდა;
·         ყველაზე დიდი დაინტერესება მოსწავლეებში გამოიწვია დისკუსიამ ფილმის გარშემო;
·         პროექტის მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა ბულინგის შესახებ;
·         ისწავლეს ერთმანეთის პატივისცემა;
·         აუმაღლდემპათიის განცდა მორალური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ
    შემდეგი სოციალური პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალიწინებ ბავშვების ასაკს და შესაძლებლობებს და მეტ აქტივობებს განვახორციელებ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.




No comments:

Post a Comment