სოციალური პროექტი „სისუფთავე ჩვენს გარშემო
„
სახელი,
გვარი
|
ეთერი მაისურაძე
|
რაიონი/
სოფელი
|
ასპინძის რაიონი, სოფელი ოთა.
|
სკოლა:
საგანი,
კლასი
|
სოფ. ოთის საჯარო სკოლა
მათემატიკა. V კლასი.
|
პროექტის
დასახელება:
|
,,სისუფთავე ჩვენს გარშემო’’
|
პროექტის
განხორციელების ვადები:
|
30.09.2019წ-----11.10.2019წ
|
პროექტის
აქტუალობა:
|
გარემოს დაცვა
ყველა ადამიანის მოვალეობაა, ეს უდაოა, მაგრამ ყველა მათგანის მოქალაქეობრივი
შეგნება არ დგას ისეთ დონეზე ,რომ ეს კარგად გაიაზროს . მათმა დაუდევარმა ქმედებამ,
დაყარონ ნაგავი სადაც მოესურვებათ , შეიძლება
გაუთვალისწინებელი შედეგებიც კი გამოიწვიოს. მოკლედ, ჩვენს სოფელში რამდენიმე შემთხვევა იყო,
როდესაც მდინარეზე წყლის დასალევად მისულმა საქონელმა უკონტროლოდ გადაყრილი პოლიეთილენის პარკები შეჭამა,
რამაც სავალალო შედეგები გამოიწვია, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვესუფთავებინა მდინარის
დაბინძურებული ნაპირებიდა მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისაგან.
|
პროექტის
მიზნები.
|
მოსწავლეებს
გამოუმუშავდეთ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები. მათ მაგალითს მიბაძონ სხვა მოსწავლეებმა,
მათმა ოჯახის წევრებმა და მათ ირგვლივ მყოფმა საზოგადოებამ.
ყველამ გააცნობიეროს,
თუ რა ზიანი მოაქვს პირადად მათთვის და ბუნებისთვის ნაგვის უკონტროლო გადაყრას. გაიზარდოს
მოსწავლის როლი ბუნებასთან ურთიერთობაში.
მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
·
საღი მსჯელობა;
·
თანამშრომლობა;
·
პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის
პროცესში;
·
ინფორმაციის კლასიფიკაცია;
·
ანალიზი, სინთეზირება.
|
მოსალოდნელი
შედეგები:
|
·
ამ პროექტით ამაღლდება მოსწავლეთა ცნობიერება
ბუნების
შესახებ.
·
შეიყვარებენ ბუნებას და უფრო მეტად
მოუვლიან და იზრუნებენ მასზე.
·
მიიღებენ და გაიაზრებენ ინფორმაციას
იმის შესახებ თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს პირადად მათ და ბუნებას ნარჩენების უკონტროლოდ გადაყრამ.
·
მოსწავლეები დაასუფთავებენ მდინარის
ნაპირებს ნარჩენებისაგან, ჩამოუყალიბდებათ
ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევები.
|
სტანდარტი:
|
მათ.V.4. მოსწავლეს
შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან
დაკავშირება და გამოყენება.
·
ერთმანეთთან აკავშირებს სიგრძისა
და ფართობის ერთეულებს.
|
პროექტის
მნიშვნელობა:
|
ბუნებაზე ზრუნვით და მასთან ურთიერთქმედებით მოსწავლეებს
გამოუმუშავდებათ, აუმაღლდებათ თვითშეგნება
და ჩვევაში ჩამოუყალიბდებათ იზრუნონ ეკოლოგიაზე და გაუფრთხილდნენ ბუნებას.
|
პროექტის
აღწერა და განხორციელება.
აქტივობები:
30.09.2019წ.
1.10.2019წ.
2.10.2019წ
4.10.
2019წ
7.10.2019წ
8.10.-11.10.2019წ
|
·
მინი ლექცია-ვესაუბრე ბავშვებს
ეკოლოგიის მნიშვნელობაზე, კერძოდ დაუდევრად დაყრილი პოლიეთილენის ნარჩენების უარყოფით მხარეებზე, რომ პოლიეთილენი
ძნელად იხრწნება და მის გახრწნას საუკუნეები ჭირდება, ამიტომ ყველას ვალია ვიზრუნოთ
ბუნების მოვლაზე.
·
დავავალე მოსწავლეებს მოიძიონ
უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენის ნარჩენების დაუდევრად გადაყრას.
·
გადაუღონ მდინარის ნაპირებს სურათები
დასუფთავებამდე და დასუფთავების შემდეგ. მოაწყონ გამოფენა;
·
ბავშვებმა გაზომონ დასასუფთავებელი
ნაპირების სიგრძე და ფართობი, დაინაწილონ დასასუფთავებელი ტერიტორია და შეუდგნენ
დასუფთავებას.
·
დაამზადონ ბუკლეტები და დაურიგონ
მოსახლეობას.
|
პროექტის
ბენეფიციარები:
|
Vკლსის მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები
და სოფლის რწმუნებული.
|
პროექტის
რისკები.
|
·
შესაძლებელი იყო რომელიმე მშობელს
უარი ეთქვა პროექტში მოსწავლის მონაწილეობის მიღებაზე იმის გამო,
რომ მოსწავლე შემთხვევით არ ჩავარდნილიყო მდინარეში ან ხელი
არ გაეჭრა შუშის ნატეხზე, რომლებიც მრავლად ყრია მდინარის ნაპირზე.
·
ასევე შესაძლებელია პროექტი
ჩაშლილიყო უამინდობის გამო.
|
პროექტის
მონიტორინგისა და შეფასების სისტემის არწერა:
|
. მონიტორინგი და მოსწავლეთა შეფასება მოხდა შესაბამისი
რუბრიკების საშუალებით, სადაც ყურადღება გამახვილებულია პროექტის მიმდინარეობასა
და მოსწავლეთა ჩართულობაზე.
|
პროექტის განხორციელების პროცესში
მონიტორინგის ცხრილი
დაკვირვების საგანი
|
კომენტარები
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში.
|
მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობდნენ.
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულები და რამ
განაპირობა მათი მოტივაციაა.
|
მოსწავლეები განსაკუთრებით მოტივირებულები იყვნენ
ფოტოების გასაღებისა და გამოფენის დროს.
|
მოსწავლეები მუშაობდნენ თუ არა გაკვეთილების შემდეგ.
|
გაკვეთილების შემდეგ ყველა მოსწავლე აქტიურად მუშაობდა
პროექტზე.
|
ჰქონდათ თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას
სისტემატიური და საქმიანი ხასიათი.
|
მოსწავლეები პროექტზე მუშაობდნენ სისტემატიურად და
მონდომებით.
|
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო
მათი პასიურობის მიზეზი.
|
პასიურობა არც ერთი მოსწავლისათვის არ შემინიშნავს.
|
სწორად ჰქონდათ თუ არა არჩეული გეზი და იყვნენ თუ
არა შემოქმედებითად ჩართულები მუშაობის პროცესში.
|
გეზი სწორად ჰქონდათ არჩეული რაშიც ჩემი მითითებებიც
ეხმარებოდა მოსწავლეებს, აგრეთვე აქტიურად იყვნენ ჩართული მუშაობის პროცესში.
|
სოციალური პროექტი-,,დავასუფთავოთ გარემო’’
რეფლექსია
30.09.2019წ-11.10.2019წ-ამ პერიოდში ჩავატარე
სოციალური პროექტი ,,დავასუფთავოთ გარემო’’, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ
გარემოზე მუდმივად ზრუნვის უნარ-ჩვევები, არამარტო სამიზნე ჯგუფს, არამედ მათ გარშემო მყოფ მოსწავლეებს,
მათი ოჯახის წევრებს და მათ ირგვლივ მყოფ საზოგადოებას. განხორციელებული აქტივობების შედეგად მიზანს მივაღწიე.
გეგმის
შესაბამისად განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
·
ჩავატარე მინი ლექცია, სადაც ბავშვებს ვესაუბრე ეკოლოგიურ პრობლემებზე, გარემოს სისუფთავის დაცვის
აუცილებლობაზე, რომ ბუნების დაცვა ყველა ადამიანის ვალია, უნდა უყვარდეთ მწვანე გარემო
და უფრთხილდებოდნენ მის ფლორასა და ფაუნას.
თემის გაცნობის შემდეგ გაუჩნდათ კითხვა
1.
თუ სად
მიდის ეს ნარჩენები დასუფთავების შემდეგ?
2.
არსებობს
თუ არა საქართველოში ნაგვი გადამამუშავებელი ქარხანა?
3.
რა პროდუქტი
შეიძლება მივიღოთ ნაგვის გადამუშავების შედეგად?
4.
როგორ
აარის მოწყობილი საქმე ამ კუთხით სხვა ქვეყნებში?....
შევეცადე ბოლომდე დამეკმაყოფილებინა მათი ცნობისმოყვარეობა
და ამომწურავი პასუხები გავეცი.
·
ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტით, თუ რა სავალალო შედეგები
მოაქვს პოლიეთილენის ნარჩენებს. წარადდგინეს კლასში და სხვებსაც გააცნეს;
·
მოსწავლეებმა სურათები გადაუღეს მდინარის ნაპირებს დასუფთავებამდე
და დასუფთავების შემდეგ.
გააკეთეს ფოტო-გამოფენა სკოლაში, რათა სხვა მოსწავლეებსაც დაენახათ
პრობლემა, გაეკეთებინათ შედარება და ანალიზი სისუფთავის აუცილებლობაზე.
·
ბავშვებმა დაამზადეს ბუკლეტები და დაურიგეს სოფლის მოსახლეობას,
რათა აემაღლებინათ მათი ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენის
ნარჩენების უკონტროლო დაყრას ბუნებისთვის და რა სავალალო შედეგები მოაქვს მას ცხოვრებისთვის.
ბავშვებმა ხალისითა და წარმატებით
გაართვეს თავი ყველა აქტივობას. ყველაზე მაღალი
ჩართულობა და მოტივაციის ამაღლება გამოიწვია,
მე-4 აქტივობამ, სადაც მოსწავლეები ხალისით აკრავდნენ სკოლის კედელზე სურათებს გამოფენის გასამართად.
როგორც დიუ გვასწავლის ,,სწავლა-კეთებით’’.-რასაც შენი ხელით
No comments:
Post a Comment